ბრენდის ისტორია და მისია
ქართული კულტურა, არის საფუძველი სუნამოსი, რომელიც გრძელდება არა სიტყვით, არამედ არომატით ✨
ბრენდის სახელი — „მატიანე“ — ნიშნავს „ქრონიკას“, ანუ ისტორიის ჩანაწერს.
და სწორედ ეს არის იდეა: რომ სურნელს შეუძლია გადმოსცეს მოგონება, ემოცია ან მთელი ამბავი — ისე, რომ სიტყვებიც არ დაგჭირდეს.
ბრენდი ეფუძნება ქართულ კულტურას — პოეზიას, ლეგენდებს, ადამიანებს , მელანქოლიას, შიდა და გარე სივრცეებს, რწმენას, წარსულს.
ყველაფერი, რასაც ვქმნი, მყარად უკავშირდება რაღაც ქართულს.
პირველი თავი — ბადაგი 🍷
სურნელი, რომელიც შთაგონებულია „ყივჩაღის პაემანით“ — ღვინის სითბო, საკმევლის კვამლი, ვარდის სიფაქიზე, თამბაქოს სიმძაფრე და ტკბილი ვანილი ერთ მთლიანობაში.